ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 29 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ინდოეთის ჩრდილოეთით, უტარ პრადეშის შტატში, ქალაქ აგრაში მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს გზაზე ჩაეძინა, საჭეზე კონტროლი დაკარგა და ავტობუსი არხში გადავარდა.
ორსართულიანი ავტობუსით, ქალაქ ლაქნაუდან ინდოეთის დედაქალაქ დელის მიმართულებით, დაახლოებით 50 ადამიანი გადაადგილდებოდა.
უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი, რომელთა დასახმარებლად ადგილობრივები მივიდნენ.
ცნობისთვის, ინდოეთში საგზაო ინციდენტები ხშირია, ყოველ ოთხ წუთში ერთი საგზაო შემთხვევა ფიქსირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.