გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბრუსელის მუნდიალის სპირტიანი სასმელების კონკურსის დირექტორს (Spirits Selection By Concours Mondial de Bruxelles), ტიერი ჰენსს შეხვდა.
შეხვედრზე მხარეებმა 2021 წელს საერთაშორისო კონკურის საქართველოში ჩატარების პერსპექტივაზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო კონკურსში მონაწილოებას 23 ქვეყანა და 96 საერთაშორისო მსაჯი მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას არამარტო როგორც ღვინის,არამედ სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქვეყნის კუთხით.
ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი ყოველ წელს, მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მისი მთავარი მიზანი ახალი ალკოჰოლური პროდუქტების აღმოჩენა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
ვიზიტის ფარგლებში ტიერი ჰენსი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს დაათვალიერებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.