კახა კალაძე: „ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის"
08-07-2019, 17:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ამ უმსგავსო  საქციელის  გამო  კერძო  არხის  დახურვის  მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის"- თბილისის მერი კახა კალაძე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო მიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, უშეცდომო არავინაა. ვინაიდან დემოკრატიული  ინსტიტუტების  გაძლიერება, კანონმორჩილების  დამკვიდრება  და  ანგარიშვალდებულება  ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან,  სხვადასხვა  დესტრუქციულ  ძალას უადვილებს ამ  პროცესში  არეულობის შეტანას. 

 

გუშინ, ბოლო  პერიოდში  მომრავლებული პროვოკაციების  რეკორდი  მოხსნა რუსთავი 2-ის  ჟურნალისტმა. თუმცა,  აქვე  უნდა  აღინიშნოს,  რომ ამ უმსგავსო  საქციელის  გამო  კერძო  არხის  დახურვის  მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.

 

ჩვენი - მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ. არ  მივცეთ  სხვადასხვა  მოთხოვნებით გამოსულ  მომიტინგეებს დაპირისპირების  და რაც  მთავარია,  კანონდარღვევის  საშუალება.

 

მეგობრებო, ნორმალურ  საზოგადოებაში,   ქვეყნის  მოყვარული  ადამიანები  თავიანთ სიტყვის  თავისუფლებას  სხვისი  თავისუფლების  შეზღუდვის  ხარჯზე  არ  იცავენ.

 

ნუ გავახარებთ  შინაურ  თუ  გარე მტერს.”- აცხადებს თბილისის  მერი.

 

კომენტარები: 1
#1   იოსებ ნატროშვილი
      
„ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, უშეცდომო არავინაა" თქვენ ძალიან გეშლებათ ნაც-ქოცების მაამებლებო!
ეს შეცდომა კი არა შეგნებულად ჩადენილია დანაშაულია და დამნაშავეები უნდა დაისაჯოს ყველა!
ქვეყნის ძარცვას, ტერიტორიების გაყიდვას, უკანონობას, მკველობას და 3000 ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას შეცდომას მხოლოდ უსინდისო ადამიანი დაარქმევს!
დაგვცინით?
მოვა დრო და გაიგებთ რა განსხვავებაა შეცდომასა და შეგნებულად ჩადენილ დანაშაულს შორის!
8 ივლისი 2019 13:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი