რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და რუსეთსა და საქართველოს შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე განცხადებით, მთავრობა დამატებით ზომებსაც მიიღებს, ვინაიდან „მომხდარი საღი აზრის ჩარჩოებში არ ჯდება და სიკეთისა და ბოროტების ზღვარს სცდება“.
როგორც სლუცკი აცხადებს, მოსკოვი გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიშს ელოდება.
„ბოდიშს ველოდებით ახლაც. არ ვიცი, მოხდება ეს თუ არა. არ ვარ დარწმუნებული, თუმცა ასეთ სიტუაციაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ, პარლამენტის ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში. უახლოეს დღეებში ვნახავთ, მზად არის თუ არა ამისთვის საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა სლუცკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.