გიორგი გაბუნიას მონოლოგს მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით უხერხული და უადგილოა ეკრანიდან რუსულ სტილში ასეთი განცხადებებით საუბარი. როგორც მან განმარტა, წამყვანის განცხადების უხამსი ფონის მიუხედავად, მომხდარზე ხელისუფლების რეაქცია არაადეკვატური იყო.
„ივანიშვილი ქმნის ქაოსს იმისათვის, რომ ჩააცხროს ის დიდი აღშფოთება, რომელიც არის ხალხში კორუფციის, უთავმოყვარეო პოლიტიკის, ქურდობის გამო, იმის გამო, რომ პრაქტიკულად საქართველო იცლება ხალხისგან და ხალხს გადაუკეტა ყველანაირი არსებობის საშუალება.
გიორგი გაბუნია ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ მედიას, რუსული მედია მრავალი წლის განმავლობაში მაყენებდა მე პირადად წარმოუდგენელ შეურაცხყოფებს, წარმოუდგენელ ტყუილებს მიგონებდა, ათასგვარ ეპითეტს მეძახდა, თვითონ ვლადიმერ პუტინი მემუქრებოდა... ეს ყველაფერი დედის რძესავით შეირგო საქართველოში ბევრმა.
ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მათ და არ უნდა მივცეთ არგუმენტები. ჩვენ უნდა ვიყოთ გამარჯვებულები.“ -განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.