თამარ ჩუგოშვილი: „რუსთავი 2“-ის მხრიდან გიორგი გაბუნიას ორი თვით შვებულებაში გაშვება ადეკვატური ზომა არ არის
09-07-2019, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან გიორგი გაბუნიას „ორი თვით შვებულებაში გაშვება ადეკვატური ზომა არ არის“.

 


როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რუსეთსა და საქართველოს შორის შეჩერდა ფინანსური გადმორიცხვები, შეჩერდა ექსპორტის შესაძლებლობები, შეჩერდა ფრენები. ამ დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო ნავთის დასხმა არავისგან არ სჭირდება.

 


მისი თქმით, საზოგადოებამ ეთერით სრულიად ამაზრზენი აქტი იხილა. ჩუგოშვილის თქმით, საზოგადოების რეაქცია ასეთი ერთსულოვანი იმიტომ არ ყოფილა, რომ ეს მხოლოდ ეთიკის დარღვევა იყო.

 


„რუსთავი 2“-სგან ეთიკის დარღვევას მიჩვეულები ვართ და სიახლე არ არის. ამ არხს ეთიკურობაზე პრეტენზია არ აქვს. გუშინდელი გამოსვლა პროვოკაციული აქტი იყო, რომელიც ემსახურება ისედაც საკმაოდ მძიმე და დაძაბულ ურთიერთობებში დამატებითი დაძაბულობის ელემენტის შემოტანას. ამას შედეგები უკვე მოჰყვა. როგორც ვიცით, ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, პრობლემები ექმნებათ, ბევრი მათგანი სახლიდან ვერ გამოდის და სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ. ვხედავთ, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო და ისედაც დაძაბული ურთიერთობის გამო, რუსეთსა და საქართველოს შორის შეჩერდა ფინანსური გადმორიცხვები, შეჩერდა ექსპორტის შესაძლებლობები, შეჩერდა ფრენები. ამ დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო ნავთის დასხმა არავისგან არ სჭირდება და არ შეიძლება ნავთის დასხმა მოინათლოს როგორც პატრიოტიზმი, მით უმეტეს, ასეთი უზრდელური და უტაქტო ფორმით გადმოცემული.

 


ტელევიზიის მხრიდან გიორგი გაბუნიას შვებულებაში ორი თვე გაშვება ადეკვატური ზომა არ არის იმისთვის, რა ემოციებიც გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით, რადგან საზოგადოება ამ ქმედების შეფასებაში ერთიანი იყო“, განაცხადა ჩუგოშვილმა.

 


„რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზეა განთავსებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი