თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიამ (DEIK) საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი უმსხვილესი ბიზნესკომპანიების მონაწილეობით დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მიიწვია. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ომერ ჯიჰად ვარდანის შეხვედრაზე აღინიშნა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიზნესფორუმი ახლო მომავალში სტამბულში გაიმართება და მას თურქეთის წამყვანი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას და მიმდინარე რეგიონული პროექტების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა DEIK–ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ. DEIK–ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ომერ ჯიჰად ვარდანის განცხადებით, იზრდება თურქი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისადმი.
"DEIK–ი თურქეთის ბიზნესწრეების ერთ-ერთ უმსხვილეს და გავლენიან გაერთიანებას წარმოადგენს. იგი დაარსდა 1986 წელს. მისი მიზანია თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმოებისადმი ხელშეწყობა და სავაჭრო კავშირების გაღრმავება. DEIK-ს ჰყავს 99 დამფუძნებელი ორგანიზაცია. მასში ასევე შედიან ბიზნეს საბჭოები, რომლებიც 900-მდე კომპანიას აერთიანებენ", -ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.