აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩს ტერეზა მეის სრული მხარდაჭერა აქვს, დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ მასთან საქმეს აღარ დაიჭერს, რადგან ელჩი ტრამპს აკრიტიკებდა.
ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციებს, სადაც აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი კიმ დეროჩი პრეზიდენტ ტრამპის მთავრობას „უუნაროს“ უწოდებს. აშშ-ის პრეზინდენტმა ასევე გააკრიტიკა ტერეზა მეის მიმართვა "ბრექსიტის" შესახებ და განაცხადა, რომ არეულობა მან შექმნა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ოფისმა ინფორმაციას „სამწუხარო“ უწოდა და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და აშშ კვლავ შეინარჩუნებენ განსაკუთრებულ და მტკიცე ურთიერთობას.
დაუნინგ-სთრითის სპიკერმა განცხადება გააკეთა: „ჩვენ უნდა გავაგებინოთ აშშ-ს როგორი სამწუხაროა ეს ინფორმაციები. ასეთი სახის ინფორმაციები არ უნდა აისახებოდეს ისეთ ურთიერთობაზე, როგორიც ჩვენ გვაქვს.“
მისივე თქმით, ელჩებს ესაჭიროებათ სამართლიანი შეფასება თავინთი ქვეყნის პოლიტიკოსებისგან და შესაბამისად, პრემიერ მინისტრმა კიმ დეროჩს მხარი დაუჭირა.
„დიდ ბრიტანეთს აქვს განსაკუთრებული და მტკიცე ურთიერთობა აშშ-სთან, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ხანგრძლივ ისტორიაზე,“ - განაცხადა მან.
დაუნინგ-სთრითმა განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრი არ ეთანხმება ელჩის შეფასებას, თუმცა, აღნიშნავს, რომ მისი „სრული ნდობა“ გააჩნია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.