საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავსტრიის თავდაცვის ატაშესთან საქართველოში, პოლკოვნიკ ერიხ ზიმბურგერტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ლევან იზორიამ ავსტრიელ დიპლომატს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროს განვითარებასა და თანამშრომლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავდაცვის მინისტრმა ავსტრიის თავდაცვის ატაშეს მადლობის სიგელიც გადასცა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.