ახალქალაქში ქუჩების სავალი ნაწილის ორმოული შეკეთება მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი არის გათვალისწინებული და ჯამში 5 337 მეტრის შეკეთება მოხდება.
როგორც GUARDIAN.GE-ის ახალქალაქის მერმა, იური უნანიანმა განუცხადა, 2018 წელს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქუჩების სავალი ნაწილის ორმოული შეკეთებისთვის გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გარკვეული მონაკვეთების უხარისხოდ შესრულების გამო, შპს „ჯავახავტოგზამ“ ბიუჯეტიდან თანხა სრულად ვერ მიიღო და აღნიშნულ კომპანიას თანხები სამუშაოების ხარისხიანად დასრულების შემდეგ ჩაერიცხება.
იური უნანიანის თქმით, შარშან სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა და შარშანდელი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოებიდან შესასრულებელი მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.