სალომე ზურაბიშვილი: „პატრიოტიზმი ქვეყნის დესტაბილიზაციაზე არ გადის"
09-07-2019, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

 

„მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ, ამ ქვეყნის სტაბილურობას, მის მთავარ მონაპოვარს, ღირებულებას საკუთრი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს, პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციისა და დესტაბილიზაციაზე არ გადის.

 

 

თავისუფლება პასუხისმგებლობისგან განუყოფელია. ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები და პოლიტიკური გემოვნება, ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე.

 

 

არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა საქართველოს დისკრედიტაცია სცადონ მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში. მინდა, ყველას - შიგნით და გარეთ - მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ. მივმართავ იმ ძალებს, ვინც, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ ქვეყნის სტაბილურობას, ესე იგი მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღირებულებას რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს, პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის.“

 

 

მისი თქმით, პატრიოტიზმის დროშის ქვეშ უპასუხისმგებლო ქმედებები თუ განცხადებები ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აზარალებს.

 

 

„მივმართავ მათ, ვინც პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, უპასუხისმგებლო ქმედებებითა და განცხადებებით აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას, აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

"მოვუწოდებ იმ ძალებს, რომელთაც ასევე პატრიოტული ლოზუნგებით, საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვს, ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამეტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი, პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს. ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს. ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით, თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ. ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ. ცოტა ხნის წინ ასევე, შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი