ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და ა(ა)იპ „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ანგულ მიქავა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მრავალწლიანი კულტურების ბაღებში გასატარებელ აგრო-ტექნოლოგიურ ღონისძიებებზე და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტში შესულ ცვლილებებზე ისაუბრეს.
კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტი 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას ითვალისწინებს.
ინფორმაციას ხობის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.