თურქეთში, ქალაქ ამასიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 60 წლის ქალის ცხედარი პოლიციამ მისივე სახლში აღმოაჩინა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.
სამართალდამცავები ადგილობრივებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეზობლის სახლში სროლის ხმა გაიგეს. მკვლელობის მოტივი უცნობია.
ამასიის პოლიცია ეჭვმიტანილებს ეძებს. მოკლულის სახლში სამართალდამცველებმა ორი ცარიელი მასრა იპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.