ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის შინაგან საქმეთა მინისტრთან პეტერ ბოითთან.
შეხვედრზე ყურადღება გამახვილდა ევროპული ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებებზე და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ასევე მხარეების მიერ აღინიშნა, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის საპოლიციო კუთხით სანიმუშოა და მზადყოფნა გამოითქვა მისი შემდგომი გაღრმავებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ჰესენის შინაგან საქმეთა მინისტრი ა.წ. 15 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება საქართველოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.