გაერო-ს გენერალური მდივანი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში საზღვრის გავლების პროცესის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ბან კი-მუნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გაერო-ს გენერალურ მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, გააგრძელონ არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, იმისათვის რომ განხილულ იქნას ყველა ის საკითხი რაც შეშფოთებას იწვევს. მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება", - აღნიშნა ბან კი-მუნის პრესსპიკერმა.
მან ასევე რუსეთ-საქართველოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
"კონფლიქტის დაწყებიდანვე გაერო აქტიურად იყო ჩართული საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის მიზნით მოწოდებების გაკეთებაში, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. გაერო რჩება ჟენევის საერთასორისო დისკუსიების ერთგულად, რომელიც ერთობლივად გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს მიერ იმართება და რომლის ფუნქციონირებაც დაიწყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. გაერო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები რჩება ყველა მონაწილე მხარის მიერ აღირებულ ერთადერთ პლატფორმად, რომელიც კონფლიქტის საკითხზე მუშაობს. ამ კუთხით გენერალური მდივანი მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს, გააორმაგონ თავიანთი მცდელობა, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განიხილება", - აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.