შალვა ნათელაშვილი: „აი, რა იცის მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურებიდან მიღებულმა დოლარებმა“
09-07-2019, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახლა ვფიქრობ, ვთქვათ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელ ჟურნალისტს იგივე სიტყვებით შეემკო ჰიტლერი, რომელიც ბომბავდა მის ქვეყანას, ნუთუ ერთი ბრიტანელი მაინც გამოვიდოდა ამის გასაპროტესტებლად?“ - რიტორიკულ შეკითხვას სვამს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ასკვნის, რომ „მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურებიდან მიღებულმა დოლარებმა, მტრის ადოკატად, მონად, დამცველად და საკუთარი სამშობლოს გამყიდველად გადაქცევა იცის“.

 


„გიორგი გაბუნიას გამოსვლის ეთიკური მხარე, რომ არავისთვის მისაღები არ იყო ეს ნათლად გაცხადდა პირველ რიგში მისივე კოლეგების მიერ. მაგრამ ყველაფერ ამის გადაზრდა პრო-პუტინისტურ მოძრაობაში უკვე სხვა მოვლენაა. ახლა ვფიქრობ, ვთქვათ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელ ჟურნალისტს იგივე სიტყვებით შეემკო ჰიტლერი, რომელიც ბომბავდა მის ქვეყანას, ნუთუ ერთი ბრიტანელი მაინც გამოვიდოდა ამის გასაპროტესტებლად? ან ებრაელ ჟურნალისტს დაეშვა არაეთიკური გამოხდომა, პალესტინელთა ლიდერის ან იორდანიის მეფის წინააღმდეგ? ნუთუ ერთი ებრაელი მაინც მივარდებოდა ქნესეტთან? რა თქმა უნდა, გამორიცხულია. აი რა იცის მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურებიდან მიღებულმა დოლარებმა, მტრის ადოკატად, მონად, დამცველად და საკუთარი სამშობლოს გამყიდველად გადაქცევა. სამწუხაროა. იმედია ამასაც მოვინელებთ“, წერს შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი