ქუთაისში საქართველოს მუნიციპალიტეტების არქიტექტურის სამსახურების თანამშრომლებისთვის ორდღიანი ტრენინგ-სემინარი მიმდინარეობს
09-07-2019, 17:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისში საქართველოს მუნიციპალიტეტების არქიტექტურის სამსახურების თანამშრომლებისთვის ორდღიანი ტრენინგ-სემინარი მიმდინარეობს.

 

 

ტრენინგის მიზანია, არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს გააცნოს  საქართველოს  სივრცის  დაგეგმარების, არქიტექტურის და სამშენებლო საქმიანობის  კოდექსიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები: „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“  და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ.“ 

 

 

ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მხარდამჭერი კი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

 

 

ტრენინგს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრება. ორი დღის განმავლობაში მასში მონაწილეობენ: იმერეთის 12, გურიის 3, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

 

 

ტრენინგ-სემინარი დატვირთულია ინფორმაციის გაცვლით, პრაქტიკული მაგალითებით და ინტერაქტიული განხილვებით. გათვალისწინებულია, ასევე   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის არსებული გამოცდილება და განხორციელებული პროექტები.  

 

 

ორგანიზატორების თქმით, ინტერაქტიური ტრენინგის  გავლის შედეგად მონაწილეები უკეთ გაეცნობიან სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურის სფეროში ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს, აითვისებენ სივრცითი დაგეგმარების რეგულირების და საქმიანობის სპეციფიკას, დაეუფლებიან საჭირო ინფორმაციას, მიიღებენ აუცილებელ ცოდნას  და შესაბამის უნარ-ჩვევებს, რის საფუძველზეც  შეძლებენ სფეროსთან დაკავშირებული საკითხების სწორად გაანალიზებას და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას. ამავდროულად, ტრენინგი ხელს შეუწყობს რეგულაციების მოკლე ვადებში იმპლემენტაციას.

 

 

ტრენინგ-სემინარები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მონაწილეობით გაგრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი