საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კლაუდია როთს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია.
საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და მაღალი დონის შეხვედრების პოზიტიურ დინამიკას.
ყურადღება გამახვილდა განათლების მასშტაბურ რეფორმაზე და ხაზი გაესვა გერმანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას რეფორმის სწორად განხორციელების პროცესში, კერძოდ პროფესიული განათლების მიმართულებით.
საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას მის წარმატებით იმპლემენტაციაში.
გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო, ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ეკონომიკას ავითარებს და რეგიონის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კლაუდია როთმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას ბერლინის კედელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გამყოფი კედლები ადრე თუ გვიან დაინგრევა.
გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა", რომელსაც 11-12 ივლისს ბათუმი უმასპინძლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.