ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მდებარე ოკეანარიუმში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ზვიგენების განყოფილებაში გაჩნდა.
ხანძრის გამო შენობიდან 1600-ზე მეტი ვიზიტორის და 350 თანამშრომლის ევაკუაცია მოხდა.
ხანძარს მსხვერეპლი არ მოჰყოლია. მეხანძრეებმა ცეცხლი 20 წუთში ჩააქრეს. გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ევროპის ყველაზე დიდი ოკეანარიუმი, კომპლექსი „ხელოვნებათა და მეცნიერებათა ქალაქი“ 110 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს იკავებს. მასში 500 სხვადასხვა სახეობის 45 000 ცხოველია წარმოდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.