მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში ჩხუბის დროს პენსიონერ ქალს ხელი მოტეხა - Odessit.ua
10-07-2019, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის სასამართლოს შენობის გარეთ შეხლა-შემოხლის დროს ასაკოვან ქალბატონს ხელი მოსტეხა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ პორტალ Odessit.ua-ზე დაყრდნობით იტყობინება.

 


უკრაინული გამოცემის თანახმად, სააკაშვილი თავის მხარდამჭერებთან ერთად სასამართლოს შენობის პიკეტის ორგანიზებას ახდენდა, სადაც ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის მიერ ქარხანა „კრაიანის“ უკანონო შესყიდვის საქმეზე განაჩენი ცხადდებოდა.

 


აქციის დროს სააკაშვილმა თავის ოპონენტებთან და მერის დაცვის წევრებთან ჩხუბი მოაწყო და ასაკოვან ქალს ხელი ჰკრა, შედეგად, როგორც Odessit.ua ირწმუნება, პენსიონერი დაეცა და ხელი მოიტეხა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, სააკაშვილის მონაწილეობით შეხლა-შემოხლის ფაქტზე უკრაინული არხი „24 канал"“ -იც იუწყება, მაგრამ სიუჟეტში დაზარალებულ პენსიონერზე არაფერია ნათქვამი.

 


თავის მხრივ, ოდესური გამოცემა „Timer“-ი წერს იმის შესახებ, რომ ხანდაზმულმა ქალბატონმა ხელის დაზიანება მიიღო, თუმცა გამოცემა ამ ინციდენტს პირდაპირ სააკაშვილთან არ აკავშირებს.

 

 

უკრაინული პორტალის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ფეისბუქზე“ თავად მიხეილ სააკაშვილმა გააზიარა და განაცხადა: „ეს ქალი სასამართლოდან  გამოიქცა, გაჰყვიროდა პრო-ტრუხანოვურ ლოზუნგებს და მოითხოვდა, როგორც სხვები - ტრუხანოვისაგან ფულით დაქირავებულები - რომ ჩვენ დაგვეტოვებინა ოდესა. იგი ძალიან აგრესიულად იქნევდა ორივე ხელს, რომელიც არ ჩანდა მოტეხილი. აი, ასე პრიმიტიულად მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა“.   

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი