დავით ზალკალიანი: „საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებულია, როგორც ერთიანი ქვეყანა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით“
10-07-2019, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას ისტორიული ფაქტების არასწორად, ტენდენციურად და სუბიექტურად წარმოჩენის მაგალითი უწოდა.

 

„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ხასიათის განცხადებები ჩვენ არაერთხელ გვსმენია. ეს არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით და არასწორ კონტექსტში გაკეთებული განცხადებები“ - განაცხადა ზალკალიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად იცნობს რეალურ სიტუაციას და ისტორიულ ფაქტებს, რაზეც მეტყველებს ის, რომ საქართველო მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან აღიარებულია როგორც ერთიანი, სუვერენული და ტერიტორიულად მთლიანი ქვეყანა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.

 

რაც შეეხება ისტორიულ წარსულს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უამრავი ფაქტი არსებობს, რომლებიც არგუმენტირებულად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი საქართველოს ძირძველი ტერიტორიებია.

 

„თუ კი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ისტორიკოსებმა იმსჯელონ ამაზე. რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავდგათ დეესკალაციისაა და დეოკუპაციისკენ მიმართული ნაბიჯები“ - განაცხადა მინისტრმა, მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია არ შეცვლილა და ის მუდმივად იზრუნებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, კერძოდ, ჟენევის ფორმატის ფარგლებში, სადაც მუდმივად ხდება იმის დაფიქსირება რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ასე უნდა აიყოს და ყველა ნაკისრი საერთაშორისო ნორმა და ვალდებულება უნდა შესრულდეს“. - განაცხადა მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი