„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაპატიმრებას ითხოვს. ის ამ ინიციატივით გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.
„თადუმაძე აუუუ! არსებობთ როგორც პროკურორი საერთოდ ქვეყანაში? სად ბრძანდებით? რატომ არ არის აქამდე დაპატიმრებული გაბუნია? ამ საქმეში მხოლოდ პუტინის გინების პრობლემაა? ჩვენ, საზოგადოებას შეურაცყოფა არ მოგვაყენეს?! თუ ბელადის ბრძანებას ელოდებით?“ - წერს ადა მარშანია Facebook-ის პირად გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.