საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ე.წ. კაბალების საქმეზე ბრალდებული პირების თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას მინისტრის ჰუმანურ გადაწყვეტილებად აფასებს. როგორც გია ვოლსკი აცხადებს, თინა ხიდაშელი სამართლებრივად გაუმართავ ნაბიჯს არ გადადგამდა.
ვოლსკი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის პოლიტიკურ ჭრილში შეფასება არ სურს. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრალდებულების სამინისტროში დაბრუნება მათ ბრალეულობას არ ხსნის, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
"თინა ხიდაშელი - საკმაოდ გამოცდილი იურისტი, სამართლებრივად გაუმართავი გადაწყვეტილების მიღებას არ დაუშვებდა. ეს მიდგომა შევაფასე როგორც პუმანური ნაბიჯი, ისევე როგორც პროკურატურის ნაბიჯი, როცა ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელება არ მოითხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილებები ბრალეულობას არ ხსნის. სასამართლო სხდომამდე ნაკლები პასუხები გვაქვს, ვიდრე კითხვები", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
წყარო: ipn.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.