კრემლი საქართველოში ფრენების განახლებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს. როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, ფრენების განახლებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განცხადება გააკეთა.
პესკოვის განმარტებით, შექმნილ ვითარებაზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება.
„ფრენების შეზღუდვა, ფრენების აკრძალვა აბსოლუტურად იძულებითი ზომაა, შესაბამისად, სიტუაციაზე მონიტორინგი მუდმივად განხორციელდება და როგორც კი გამოჩნდება რუსი ტურისტებისთვის სიტუაციის ნორმალიზების, რუსოფობიური გამოვლინებების შედეგების გაქრობის ნიშნები, სწორედ მაშინ დადგება დრო ანალიზისთვის და რამე სხვა გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მანამდე ამაზე საუბარი ნაადრევია“, –განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ფრენები აღდგება.
„რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება, თუმცა ახლა, ასეთი ძლიერი პოლარიზაციის გათვალისწინებით, თანაც ასეთი ექსტრემისტული შეფერილობით, ქართული საზოგადოების პოლარიზაციით, ანტირუსული და რუსოფობიური გამოვლინებებით, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსი ტურისტის ყოფნისთვის ობიექტური საფრთხე არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.