საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოსთვის სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებით მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.
„იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც ქვეყანა აღმოჩნდა გარკვეული პირების უპასუხისმგებლო, დესტრუქციული და პროვოკაციული განცხადებების გამო, შესაძლოა ქვეყანა უმძიმეს შედეგებამდე მიეყვანა“ -განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, მაშინ როდესაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს ინკლუზიური ეკონომიკური განვითრებისა და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით და იმ ფონზე, როდესაც, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანას აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5%-იანი ზრდა, აღნიშნული პროვოკაციული განცხადებები ემსახურებოდა სწორედ იმგვარი რეაქციის გამოწვევას, რა რეაქციაც მათ მოჰყვა რუსეთის დუმის მხრიდან და სახელმწიფომ გამოავლინა მაღალი პასუხისმგებლობა აღნიშნულის პრევენციისთვის "ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამ გადაწყვეტილებასთან. გახსოვთ რა შედეგი მოგვიტანა ამან 2006 წელს. გინდოდათ, რომ როგორც მაშინ გამოადეპორტეს ქართველები რუსეთის ფედერაციიდან მასობრივად, იგივე ფაქტის წინაშე დავმდგარიყავით ახლა?!"
როგორც მინისტრმა განაცხადა, ფრენების აკრძალვასთან ერთად, საქართველო ეკონომიკური ემბარგოს დაკისრების, ხოლო რუსეთში მცხოვრები ათასობით ქართველი, 2006 წლის მსგავსად, კვლავ დეპორტის საფრთხის წინაშე დადგა. „ვინ აგებდა პასუხს რუსეთში მცხოვრებ ათასობით ქართველს რამე რომ მოსვლოდა? ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს თავის მოქალაქეებზე.“ - ხაზგასმით აღნიშნა ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.