თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს დღეს თერჯოლის მერიაში.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები: მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, საკრებულოში თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატები: გიორგი ლილუაშვილი, თემურ ქოჩიაშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები.
კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ქალაქის ცენტრი: გარე განათება, გზა, ტროტუარი, ბორდიური, მრავალბინიანი კორპუსების ფასადები, სკვერები. სავარაუდო ღირებულება 1,5 მილიონი ლარია.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.