„რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიას გადაყენებას ითხოვს
10-07-2019, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2”- ში პარტნიორთა კრება მიმდინარეობს. არხის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. პარტნიორთა კრებას, ნინო ნიჟარაძის პრეტენზიებს მისი ადვოკატი აცნობს. 

 

 

როგორც კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი აცხადებს, მთავარი არგუმენტი, რის გამოც ისინი ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ, არხის სარედაქციო პოლიტიკაა.

 

 

გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო, არხმა სერიოზული ზიანი მიიღო. ადვოკატის თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მენეჯერმა და მან თანამდებობა  უნდა დატოვოს.  

 

 

„მთავარი არგუმენტი გახლავთ  ის სარედაქციო პოლიტიკა, რასაც უკანასკნელ პერიოდში აქვს ადგილი. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, იმ გამოსვლის შედეგად, ვგულისხმობ ბატონი გაბუნიას მხრიდან გამოსვლას, გამოსვლის შედეგად განვითარებული, რაც ტელეარხთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენი შეხედულებით და შეფასებით, ეს წარმოადგენს არხის დისკრედიტაციას. მიგვაჩნია, რომ ეს უშუალოდ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ამ შემთხვევაში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარტნიორებმა მხარი დაგვიჭირონ, რომ დღევანდელ სხდომაზე იყოს ეს საკითხი განხილული.

 

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი, ეს არის მენეჯერის გადაწყვეტილება მისი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია, პარტნიორებმა დირექტორის საქმიანობას შეფასება უნდა მისცენ ამ კუთხითაც“ - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

 

 

ცოტა ხნის წინ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიამ.

 

 

„აგერ მთლად ვის საკუთრებასაც ვიცავ, ის მიპირებს გადაყენებას, თან სარედაქციო პოლიტიკისთვის. პუტინის გინებისთვის გადაყენების წინააღმდეგი დიდად არ ვიქნები, შვილიშვილებს მოვუყვები - იმათ მაინც ხომ ეცოდინებათ, რომ ურჩხულს ვებრძოდი და მათი სამშობლოს მტერს, და არა კეთილს და ქართული ეკონომიკის გადამრჩენს“, დაწერა გვარამიამ „ფეისბუქზე“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი