სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „რუსთავი 2“- ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მიერ დღეს პარტნიორთა კრებაზე არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადაყენების საკითხის დაყენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აგერ მთლად ვის საკუთრებასაც ვიცავ, ის მიპირებს გადაყენებას, თან სარედაქციო პოლიტიკისთვის. პუტინის გინებისთვის გადაყენების წინააღმდეგი დიდად არ ვიქნები, შვილიშვილებს მოვუყვები - იმათ მაინც ხომ ეცოდინებათ, რომ ურჩხულს ვებრძოდი და მათი სამშობლოს მტერს, და არა კეთილს და ქართული ეკონომიკის გადამრჩენს“, დაწერა გვარამიამ „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.