თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) სტრატეგიული კომუნიკაციების მასტერკლასს მასპინძლობს. შეხვედრა DIBS-ის ორგანიზებითა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრის (NATO StratCom Coe) მხარდაჭერით იმართება.
ლექცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და King’s College London უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნევილ ბოლტმა გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
შეხვედრა უსაფრთხოების სფეროში მომუშავე მოქმედი და პოტენციური ტრენერებისთვის იმართება და მისი მიზანია ნატოს სტანდარტებით სტრატეგიული კომუნუკაციების სფეროში მომუშავე სპეციალისტების მომზადება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.