ახალი აღმოჩენა აწყურში - აწყურის საკათედრო ტაძრის აღდგენისას მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მე-11 საუკუნის კანკელის ფრაგმენტი გამოვლინდა
10-07-2019, 19:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აწყურის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კანკელის ფრაგმენტი გამოვლინდა. წინსაწარი სამეცნიერო შეფასების მიხედვით, ღვთისმშობლის მიძინების სცენის ამსახველი ფრაგმენტი განვითარებული შუასაუკუნეების ხანისაა და ამ დრომდე შემორჩენილი არქიტექტურული ნაგებობის თანადროულია. ამავე დასკვნის მიხედვით, ახლადგამოვლენილი კანკელი მე-11 საუკუნისაა.

 


იგი თეძამის ტუფშია ნაკვეთი და ძალიან ჰგავს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი კანკელების სტილისტურ ჯგუფს, რომელიც სვეტიცხოვლის, ალავერდის, შიო-მღვიმის, სამთავროსა და საფარას მონასტრების კანკელებითაა წარმოდგენილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლები ახლადგამოვლენილ ფრაგმენტს უახლოეს დღეებში ადგილზე შეისწავლიან.

 


სავარაუდოდ, სწორედ ახლადგამოვლენილი ობიექტის ნიმუში დაედება საფუძვლად აწყურის საკათედრო ტაძრის ახალი კანკელის დამზადების პროცესს.

 

 

პარალელურად, ფონდი „ქართუს“ ფინანსირების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უზრუნველყოფს საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო პროექტში კორექტირებას, რაც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტრადიციული ქვის ლორფინით გადახურვას ითვალისწინებს. საპროექტო ცვლილების გამო აწყურის ტაძრის რეაბილიტაციის ვადა 2 წლით გადაიწევს და ის 2024 წელს დასრულდება.

 


აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია ფონდი "ქართუ"-ს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით 2016 წელს დაიწყო. ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 12,5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. აღდგენილ ტაძარზე ქვის უძველესი არქიტექტურული დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება.

 

 

ონფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი