უმრავლესობის დეპუტატი კარლო კოპალიანი: ლარი აქამდე სწორედ ქადაგიძემ მიიყვანა, ეგ დამტკიცებულია
13-08-2015, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეპუტატ კარლო კოპალიანის განცხადებით, ლარის გაუფასურების უკან ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი გიორგი ქადაგიძე დგას. ამის შესახებ დეპუტატმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, გიორგი ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი ზონდერი იყო და ადეიშვილის დავალებით ბანკებს აკოტრებდა.


„როგორ ფიქრობთ, ახლა ქადაგიძე ადეიშვილის დავალებებს აღარ შეასრულებს? ასრულებს და თანაც ბრწყინვალედ, ლარი აქამდე სწორედ მან მიიყვანა. ეგ დამტკიცებულია ისევე, როგორც დამტკიცებულია ის ფაქტი, რომ ეგ და „ნაციონალები“ ერთ მხარეს არიან“,- განაცხადა დეპუტატმა.


მანვე აღნიშნა, რომ როდესაც რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ლარის კურსთან დაკავშირებით ხმაურიანი განხილვები იყო, „ნაციონალებს“ ქადაგიძისთვის ერთი კითხვაც კი არ დაუსვამთ.


„ლარის კურსთან დაკავშირებით ხმაურიანი განხილვების დროს, „ნაცებს“ ქადაგიძისთვის ერთი კითხვაც არ დაუსვამთ, მაშინ როცა, მთავრობის წევრებს სული ამოხადეს. მე წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც ვიყავი და ისიც კარგად მახსოვს, მაშინ ქადაგიძე რა ტონით და რა თემებზე საუბროდა. ამ ჩანაწერის ამოღება მინდოდა, მივედი არქივში და ის ჩანაწერები ვერსად ვიპოვე. ვიღაცამ შეგნებულად გააქრო“,- განაცხადა კარლო კოპალიანმა.



წყარო: ნიუსპრესი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი