პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, დადგა დრო, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ახალი კურსი დაიწყოს.
"ჩვენ გვყავდა ქალი მეფე. ძალიან ბუნებრივია, რომ ახლა ქალი პრეზიდენტი ჰყავს საქართველოს. ჩვენი ღირებულებები, კულტურა, ყველაფერი ევროპულია. ჩვენი პოლიტიკაც ევროპული გახლავთ, ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს და ამოცანას. საქართველო გახდა გარკვეული გამონაკლისი, როგორც ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანა და ქომაგი ევროკავშირში გაწევრიანების. ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია იზიარებს და ხელს უწყობს ევროკავშირისაკენ სვლასა დa ევროკავშირის წევრობას. ამისათვის კი არა ერთი ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება შორს წავიდეთ ამ გზაზე, რომელზეც უკვე ვდგავართ და რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ჰქვია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და დონალდ ტუსკი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.