საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმში გამართული კონფერენციის შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს მართლაც უპრეცედენტო კონფერენციაა. ის ფიქრობს, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე შეჯამდება, ვის რა შედეგები აქვს.
„უაღრესად მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება ბათუმში, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლის იუბილეს ეძღვნება. მასშტაბებისა და შინაარსის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მართლაც უპრეცედენტო კონფერენციაა. სტუმრად გვყავს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ასევე, 8 საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკომისარი, საკანონმდებლო დონეზე ვიცე-სპიკერები, ევროპარლამენტის წარმომადგენლები და ვფიქრობ, ზუსტად დროა, რომ ის შედეგები შევაჯამოთ, რომელიც 10 წლის წინ დავიწყეთ. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც გააერთიანა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 6 ქვეყანა და ვფიქრობ, დღევანდელ კონფერენციაზე შევაჯამებთ, ვის რა შედეგები აქვს, საქართველო ყველას მხრიდან აღიარებულია ლიდერ ქვეყნად იმ შედეგებიდან გამომდინარე, რა შედეგებიც ჩვენ გვაქვს - ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ენერგოთანამეგობრობაში გაერთიანება, სხვადასხვა ფორმატების დაფუძნება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის იქნა შემოღებული, უსაფრთხოების დიალოგი და ა.შ. სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაზეც დღეს ვისაუბრებთ. ამასთან, ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზეც. ჩვენ გვაქვს ხედვა, თუ საითკენ უნდა წავიდეთ და როგორ მოვამზადოთ ქვეყანა საბოლოო მიზნისთვის. საბოლოო მიზანი კი ძალიან მკაფიოდ არის გაცხადებული - საქართველოს ევროკავშირში წევრობა,“- განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.