დონალდ ტუსკი: „მინდა, ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა, საბჭოთა კავშირის დაშლა იყო დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის“
11-07-2019, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ ,რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.

 

 

როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, მიმდინარე წელს ასევე აღინიშნება ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავი, რამაც დიდი შედეგი მოიტანა.

 


„დიდი პატივია მონაწილეობას ვიღებდე ამ კონფერენციაზე. არაჩვეულებრივ ქალაქ ბათუმში, სადაც ჩვენ აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს. ეს არის მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ევროპის ისტორიაშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებები აღინიშნება. 2019 წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავს, რამაც დიდი შედეგი მოიტანა ჩემი ქვეყნისთვის პოლონეთისთვის. ამავე წელს ჩვენ აღვნიშნავთ საბჭოური დომინირების კოლაფსს, რომელიც დაიწყო დემონსტრაციებით თბილისში და სხვა ქვეყნებში. პოლონეთში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები შემოდგომაზე იმ წელს და ა.შ. გახსოვთ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო ამ ეპოქის უდიდესი შეცდომა. მე მინდა, ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა, საბჭოთა კავშირის კოლაფსი, დანგრევა იყო დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვისაც კი. ეს არის ძალიან სიმბოლური დრო, ვიმსჯელოთ, თუ რა გზა გავიარეთ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს სვლა“, – განაცხადა ტუსკმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი