საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები აღარ არის პირველი რიგის თემები საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
„დემონსტრაცია, რომელიც დაიწყო 20 ივნისს, თავისთავად არის ბუნებრივი გამოხატულება იმის, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას წლების განმავლობაში. ეს არის გაწბილება იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური პროგრესი ტერიტორიული გამთლიანების გზაზე. ჩვენ, რათქმაუნდა, მადლობელი ვართ ევროკავშირის გადაწყვეტილებების გამო, რომელიც აახლოებს საქართველოს ევროპასთან, მაგრამ ამავე დროს, საქართველო ელოდება უფრო მეტ მხარდაჭერას განსაკუთრებით ამ საკითხში, როდესაც საკითხი ოკუპაციას ეხება“, –განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.