შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგოტ ვოლსტრომი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „პარტნიორობის 10 წელი, პირველი ნაბიჯბი ევროპულ გზაზე“ სიტყვით გამოვიდა.
როგორც მარგოტ ვოლსტრომმა აღნიშნა, ყველას ინტერესშია ერთად მუშაობა, რადგან არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც ერთად იქნება შესაძლებელი.
„თუ ევროკავშირში გაწევრიანება არის კიბე, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უკვე ახვედით რამდენიმე საფეხურზე, თუმცა რეფორმებს უნდ ამოჰყვეს დივიდენდები. მოქალაქეები უნდა იყვნენ თავისუფლები და ადამიანებმა უნდა დაინახონ შემდეგ საფეხურზე გადასვლა. უფრო მეტად უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს, გავაფართოვოთ თანამშრომლობა. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენი ყველას ინტერესშია ერთად მუშაობა, რადგან არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლებსაც მხოლოდ ერთად უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა მარგოტ ვოლსტრომმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.