ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი თანიაშვილმა საკრებულოს, მერის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
დუშეთის მერიის ცნობით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება; ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსება; გარე განათების დამონტაჟება; ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა; პარკირების სივრცის და სველი წერტილების მოწყობა.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, ხოლო შემსრულებელ კომპანიებს წარმოადგენენ: ამხანაგობა "ენკა", შპს "ზიმო" და შპს "სამება".
გიორგი თანიაშვილის თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ სოფელი ანანური ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად გადაიქცევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.