წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების, სანიაღვრე არხების, მგზავრთა მოსაცდელების, საცხოვრებელ კორპუსებამდე მისასვლელი გზების, სპორტული მოედნების, სასმელი წყლის და გარე განათების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1953911,38 ლარით ფინანსდება.
მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა პირველ მოადგილესთან ზურაბ მაისურაძესთან ერთად სოფელ ხომულში (ველგრძელას უბანი), გუმბრასა და ჭოლევში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა და შესრულების ვადებსა და ხარისხზე ისაუბრა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ველგრძელას უბანში გზის რეაბილიტაციის (289 454)ლარი და გუბრაში მზა ბეტონის დაგების (29358)ლ. სამუშაოები.
რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 390 331.0 ლარი მოხმარდა მუნიცპალიტეტის სოფლების სორმონისა და ჭოლევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.