საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ უადგილოა შეკითხვები იმის შესახებ - აირჩია თუ არა ქართველმა ხალხმა ევროპის გზა და არის თუ არა მთავრობა პროევროპული.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად პროევროპულია და ამას ვამტკიცებთ საქმით, ასეთია ქართველი ხალხის არჩევანი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
„ვაკეთებთ ყველაფერს ინსტიტუციების გაძლიერებისთვის, პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ ძლიერი საპარლამენტო მოდელი - პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით და ყველა მონაწილეობს დიალოგში მრგვალი მაგიდასთან. ეს ასევე ხელს შეუწყობს ახალ ძალებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან პარტიებად ჩამოყალიბებული, უკვე 2020 წლის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. გარემო პლურალისტურია, მედია თავისუფალი, თვითმმართველობებში კი მერებს ირჩევენ პირდაპირი წესით. ეს არის ჩვენი არჩევანი, ვიყოთ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი და დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რაც საქართველოს გახდის კიდევ უფრო ძლიერს და დაახლოებს ევროკავშირთან,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“.
წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბისაა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება და მასში საქართველოს, ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები მონაწილეობენ.
ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. კონფერენცია მისასასლმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.