ჯავახეთის რეგიონში თევზის უიშვიათესი სახეობა "ტბის კალმახი" აღმოაჩინეს
13-08-2015, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ჯავახეთის რეგიონში იქთიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციის შედეგად თევზის უიშვიათესი სახეობა "ტბის კალმახი" აღმოაჩინეს.


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული თევზის სახეობის მოპოვების შესახებ ინფორმაცია საქართველოში ბოლო 20-25 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, ის საქართველოში გადაშენებულად მიიჩნეოდა.


კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მოპოვებული თევზის სახეობა მიეკუთვნება ტბის კალმახის კლასიკურ ფორმას (SALMO LACUSTRIS VAR ROMANOVI). გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, კანონმდებლობის შესაბამისად, მოპოვებული თევზი ცოცხალ მდგომარეობაში კვლავ გარემოში დააბრუნეს.

 

 

სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური უიშვიათესი ჯიშების აღმოსაჩენად ექსპედიციას მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს.

 

 

 

კომენტარები: 4
#4   irakli
      
საწყალი თევზი რამდენიხანი იმალებოდა თურმე ეხლა დადგებიან აპარატებიდ და ბომბებით
15 აგვისტო 2015 05:00
#3   urbineli
      
ეს თევზი ტაბაწყურის ტბაში უყოველთვის იყო.
14 აგვისტო 2015 05:41
#2   gogola
      
რომელ ტბაში ნახეს კონკრეტულად?
14 აგვისტო 2015 05:01
#1   კობა
      
ჯავახეთი ტბებით, მტკნარი წყლის რესურსებით და სატბორე მეურნეობებით უმდიდრესი რეგიონია. საინტერესოა ვინ არიან ამ ტბების მფლობელები. ძალინ კარგი, რომ დააფიქსერეს და წარმატებებს ვუსურვებ. რიცის ტბის მსგავსად ჯავახეთის ტბებში, რომ მომრავლდეს ტბის კალმახი, ყველასთვის კარგი იქნება. ეხლა საქმე ამ სიმდიდრის გამრავლებაზეა.
13 აგვისტო 2015 12:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი