რუსთავში დაკარგული 4 წლის გოგოს მამა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა დაკავებული
11-07-2019, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავში დაკარგული 4 წლის გოგოს მამა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა დაკავებული. ინფორმაციას Imedinews-ი ავრცელებს.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი" და ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების ბეგლარ წილოსანის და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის უკანონო დაკავების ფაქტს.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე იმყოფება საკუთარ ოჯახში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

 

ამჟამად, ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია  „ცხელიხაზი" და ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები", - აღნიშნეს უწყებაში.

 

 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4 წლის გოგო, რომელსაც დედა 8 დღის განმავლობაში ეძებდა, ნაპოვნია და ის პოლიციამ დედას დაუბრუნა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მამამ აფხაზეთში გადაიყვანა, ამის შესახებ დედამ არ იცოდა და შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი