ეკატერინა ზაჰარიევა: „საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს ემყარება“
11-07-2019, 16:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ეკატერინა ზაჰარიევამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველ სესიაზე გამოსვლისას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის წარმატებულობასა და ეფექტიანობაზე ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, განვლილი 10 წლის განმავლობაში, პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, მათ მოქალაქეებს მიენიჭათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირთან ამ ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა, ათასობით ახალგაზრდა განათლებას იღებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოხდა, მოქალაქეთა მენტალობის შეცვლაა „რადგან ამ ადამიანებს დღეს სწყურიათ დემოკრატია, უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმატებული პროგრამაა“ - განაცხადა ზაჰარიევამ.

 

 

მისი აზრით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისეთი სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების შექმნაა, რომელიც თავად მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებებს. „როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისე პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის სპიკერი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი თავიანთ გამოსვლებში გამუდმებით საუბრობენ საქართველოს არჩევანზე. ისინი აცხადებენ: ჩვენი არჩევანი ევროპაა. და მართლაც, არავის შეუძლია განსაზღვროს არჩევანი შენი ხალხისთვის, იმისდა მიუხედავად, თუ ვინაა შენი მეზობელი, და რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ეს პოლიტიკა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის სამეზობლო პოლიტიკა, ეს არის ხალხის, მთავრობების მიერ გაკეთებული არჩევანი საკუთარ ქვეყნებთან დაკავშირებით, ეს არ არის პოლიტიკა წინააღმდეგ, არამედ ეს არის პოლიტიკა სასარგებლოდ, კერძოდ, კავშირ-ურთიერთობების, ხალხთა კონტაქტების სასარგებლოდ“ - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.

 

 

 

თემატურ სესიას „პარტნიორობის 10 წელი - პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“ მოდერაცია გაუწია ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკ გოუინგმა. მომხსენებლებს შორის იყვნენ პოლონეთის, შვედეთის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი. ​

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი