ქართველმა მოჭიდავეებმა ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
13-08-2015, 04:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.


რამაზ ზოიძე 66 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში რუს ახმეტ კაიცუკოვს დაუპირისპირდა. მან მეტოქე  11- 2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.


ზვიად პატარიძემ 120 კგ წონით კატეგორიაში ასევე რუსი სპორტსმენი, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი სერგეი სემინოვი ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.


გელა ბოლქვაძე 74 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში თურქ აკბუდალ ბურჰანის დაუპირისპირდა, ანგარიშით, 4:3 დაამარცხა და ისიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.


ნიკოლოზ კახელაშვილმა 96 კგ. წონით კატეგორიაში კი ირანელი ჰოსეიმი ამირჰოსეინი ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მანაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.


გადამწყვეტ ბრძოლაში 50 კგ. წონით კატეგორიაში, ირანელ რეზა ხედირთან, ანგარიშით 1:2 დამარცხდა ნიკოლოზ წურწუმია და მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი