ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პიერ ჰეიბრონმა, რომელიც ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს, განაცხადა, რომ 2018 წელი რეკორდულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის, რადგან აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოში 260 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში ვიღებთ მონაწილეობას. ეს ქვეყნები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ 1200 პროექტში 25 მილიარდი ევროს ინვესტირება განვახორციელეთ. შესანიშნავია, რომ ამ ფორუმზე შესაძლებელია კერძო ინვესტორებთან უშუალო კონტაქტი. ჩვენ ვეცდებით, რომ კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას. ჩვენ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ გავზარდოთ მხარდაჭერა 2019 წელს და მომდევნო წლებში. აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციების 90% კერძო სექტორზე მოდის,“ - განაცხადა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.