თანამდებობიდან წასვლა პასუხისმგებლობისაგან გაქცევა იქნება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ “TV პირველის“ პირდაპირ ეთერში.
მან აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში პარლამენტში შეჭრა, ფიზიკური ძალის გამოყენებით ხელისუფლების შეცვლა არ მოხდება.
მინისტრმა თქვა, რომ ის რაც პარალამენტთან ხდებოდა, იყო არა აქცია, არამედ იყო შტურმი.
„პოლიტიკოსების მოწოდებების შემდეგ აქცია გახდა ძალადობრივი და პოლიციას ჰქონდა ლეგიტიმური უფლება ძალის გამოყენების. ამ დროს პოლიცია ვალდებულია გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, რათა არ მოხდეს ინსტიტუტების ჩამოშლა“, განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მან გასცა ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომელიც კანონით არის დაშვებული.
მან თქვა, რომ აქციის დაშლისას გამოყენებული ტყვიები არალეტალურია და მისი გამოყენება კანონით არის განსაზღვრული.
„30-ზე მეტი პოლიციელი და 300-ზე მეტი ფარი იქნა გატაცებული... პოლიციამ თავისი მოვალეობა შეასრულა და არ მისცეს მოძალადეებს პარლამენტში შეჭრის საშუალება“, განაცხადა მინისტრმა.
გახარიამ აღნიშნა, რომ აქცია კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდებების შემდეგ გახდა ძალადობრივი და იგი აქციის ორგანზატორების პასუხისმგებლობის საკითხს ყოველთვის დააყენებს.
მინისტრმა თქვა, რომ იგი წუხს იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომელთაც დაზიანებები მიიღეს 20-21 ივნისის მოვლენების დროს, თუმცა, დასძინა, რომ დაზარალებულთა შორის პოლიციელებიც არიან.
„როცა თქვენ თვალზე ხელს აიფარებთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენ გვყავს პოლიციელი, რომელმაც თავდასხმის შედეგად მხედველობის 95% დაკარგა“, განაცხადა გახარიამ და დაამატა, რომ აქციების დაშლისას ძალის გადაცდომის ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი, რაზეც გამოძიებას გენერალური პროკურატურა აწარმოებს და აღნიშნული საქმის ფარგლებში პროკურატურა მასაც გამოკითხავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.