პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბორჯომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწმინდესმა ნათლული, პრემიერის უმცროსი შვილი, გაბრიელი მოიკითხა და მთავრობის მეთაური დალოცა.
პრემიერი ბორჯომში ტიმოთესუბნის 800 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფება. უწმინდესი ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო პარაკლისს გადაიხდის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.