რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გუგავასთან და მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
რწმუნებულმა სოფ. ლაჯანის საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი დასრულების ფაზაშია.
შემსრულებელს მიეცა მითითება არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით.
ხელმძღვანელმა პირებმა ქ.ცაგერში კეჭნარის სკვერის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა- 754 920ლარი.
პროექტის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილია ბილიკების, გაზონების, სათამაშო ატრაქციონების, გარე განათების მოწყობა. აგრეთვე, პარკის მიმდებარედ გაბიონების,არსებული არხის გასწვრივ ღობისა და დაკიდული ხიდის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის დასრულების ვადა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერია.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.