ევროკავშირმა თურქეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს. Reuters-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ ორშაბათიდან ევროკავშირი დაფინანსებას შეუჩერებს ანკარას და მასთან კონტაქტს გაწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი თურქეთის მიერ კვიპროსის მახლობლად გეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოების ჩატარებაა, რაც ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებით, უკანონოა.
“ჩვენი საუკეთესო განზრახვის მიუხედავად, რომ შეგვენრაჩუნებინა კარგი მეზობლური ურთიერთობა თურქეთთან, მან ჩვენს წევრ სახელმწიფოსთან, კვიპროსთან ურთიერთობის გამწვავება გააგრძელა“ , - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.