ღრმაწყლოვანი პორტი მოგვცემს საშუალებას საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო კავშირები განვავითაროთ
12-07-2019, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში საქართველომ  ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო, რომელიც ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, 2022 წლისთვის, როცა მსხვილი პროექტები დასრულდება, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება საგარეო და შიდა კავშირების დასამყარებლად. 

 

 

„აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებიდან თურქეთის საზღვრამდე ორჯერ უფრო ნაკლებ დროში ჩასვლა იქნება შესაძლებელი. მაგისტრალური ქსელების გარდა ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის შიდა კავშირების მოწესრიგებაზე, რომ ქვეყნის შიგნით ადამიანები ყველა რეგიონიდან ადვილად დაუკავშირდნენ არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, არამედ ევროპასაც. ჩვენ ასევე ჩაბმული ვართ რკინიგზის მოდერნიზებაში, რომელიც ტრანსპორტირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, როგორც ტვირთების გადატანის, ისე ადამიანების მომსახურების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.  

 

 

კონფერენციის ფარგლებში გახსნილ თემატურ პანელზე გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ენერგო და ციფრული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.

„სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, არსებობს მაღალი პოტენციალი ევროპის ქვეყნებს მივაწოდოთ ჰიდროენერგორესურსები, რაც ხელს შეუწყობს  ბაზრის დივერსიფიცირებას. საქართველო, როგორც ციფრული ფორმით ბიზნესის წარმოების რეგიონული ცენტრი, არსებული თავისუფალი რეგულაციებით, აჩენს ახალ შესაძლებლობებს მეტი ინვესტიციის მოსაზიდად. ჩვენ ასევე ვზრუნავთ, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ავაშენოთ, რაც მოგვცემს საშუალებას საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირები განვავითაროთ. ამგვარი კავშირები ევროპისა და აზიის ქვეყნების ბიზნესმენებისთვის ხელსაყრელ სამუშაო პირობებს უზრუნველყოფს,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი