არანაირი ზეგავლენას ბიუჯეტი არ ახდენს გაცვლით კურსზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, ხადურის თქმით, 8 თვეა რეალურად გასული, საქართველოს ბიუჯეტს არ მოუხდენია ზეწოლა ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე და სავალუტო კურსზე.
"საქართველოს მთავრობამ იმის გამო, რომ გაითვალისწინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, ისე, რომ მას ამის პრობლემა შემოსავლების თვალსაზრისით არ ჰქონდა, უკვე შევამცირეთ ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა და შევამცირეთ მიმდინარე ხარჯების გეგმა. გარდა ამისა, მე უნდა ვთქვა, რომ წლის განმავლობაში დავაგროვეთ დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც შემოვიდა გადასახადებით და სხვა შემოსულობებით. ჩვენ შევხდით კომერციული ბანკის ხელმძღვანელებს და მათ პირობა მივეცით, რომ ნოემბერსა და დეკემბერში ასევე დავაგროვებთ დაახლოებით 300 მილიონ ლარს, ანუ მილიარდ ლარს გადააჭარბებს ჩვენი რეზერვები წლის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ და ასე თანაბრად ბიუჯეტი არ დახარჯულა არასდროს და არანაირი ზეგავლენას ბიუჯეტი არ ახდენს გაცვლით კურსზე", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე განცხადებით, ქადაგიძემ გუშინ განაცხადა, რომ საგარეო შოკი უკვე არის ანულირებული, ზეგავლენა აღარ ხდება.
"იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკი საკუთარი პოლიტიკით განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და მეორე მხრივ, თავს დაანებებს ბიუჯეტისკენ ხელის გამოშვერას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.